ფოთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ფოთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ინფორმაციისთვის: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს: "გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სანქცირებული გემი იმყოფება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ტანკერი „Olga“, რომელიც დაზღვეულია The American Club (USA) — American Steamship Owners Mutual Protection & Indemnity Association-ში და ამჟამად იმყოფება...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. უწყების ცნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი...