“მწვანე ჩემპიონების პროგრამის” ფარგლებში, CENN-ის ორგანიზებით, რამდენიმე სახალისო და საგანმანათლებლო ახალგაზრდული ღონისძიება ჩატარდა ფოთში. ფოთის სკოლაში დამონტაჟდა უახლესი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სენსორი და პლანშეტი, სადაც რეალურ დროში გამოჩნდება ჰაერის მონაცემები. სენის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრაზე კი სტუმრებმა გაიგეს, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ იკითხება მონაცემები და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჯანსაღი გარემოსთვის....

