ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სტუმარს ფოთის მერიაში უმასპინძლა. ფოთის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, გაეროს ბავშვთა ფონდთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. "ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა“, რომელშიც ფოთი 2022 წლიდან ჩაერთო იძლევა შესაძლებლობას ქალაქში ჩატარდეს ბავშვის უფლებათა დაცვის სიტუაციური ანალიზი ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების და სერვისების მიმწოდებლების მონაწილეობით....
Blog
მერია პარტნიორებთან თანამშრომლობით იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია პარტნიორებთან თანამშრომლობით იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი ჩართულია პროექტში - PACA, რაც გულისხმობს კონკურენტული უპირატესობის ამაღლებას თანამონაწილეობის გზით. ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად შერჩეულია სამი ქალაქი - ფოთი, სენაკი და ზუგდიდი. “PACA-კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილეობის გზით” ფარგლებში მუნიციპალიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო...
სერგი დანელიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება-მერია
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სერგი დანელიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება. პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარზე დაიგო ქვაფენილი. განხორციელდება გზის მონიშვნის სამუშაოები.
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ...
ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100...
ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. კობა ნაყოფიას განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.
საბა ხვიჩავა მძლეოსნობაში აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ფოთელი საბა ხვიჩავა მძლეოსნობაში აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია. აშშ-ში, ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკონში გამართულ მძლეოსნობის ღია ჩემპიონატში, სადაც მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა შტატის დივიზიონების უნივერსიტეტები იღებდნენ, გამარჯვება და პირველი ადგილი საბა ხვიჩავამ მოიპოვა. ერთ მილ დისტანციაზე 4:16.08 წუთში გარბენით ფოთელმა სპორტსმენმა საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა.
ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის ნაპირაღდგენით სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის (კუნძული დიდის) ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენით სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად გადაიჭრება მნიშვნელოვანი საკითხი - შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფა. პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ 759 ათას 167 ლარს შეადგენს. სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის განმავლობაში უნდა...
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ავტორიზაციის პროცესის შესახებ ფოთში ტრენინგი ჩატარდა
ფოთში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ავტორიზაციის პროცესის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებმა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული პროექტის "მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული...
დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...










