საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სსიპ ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოცხადდა. მიღებულ იქნა ორი კანდიდატის საკონკურსო დოკუმენტაცია, თუმცა, კონკურსის შედეგად, სამინისტროსთან არსებულმა პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევმა...
Blog
ტურიზმის ადმინისტრაცია-2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც...
სტიქიისგან დაზიანებულ სახლებსა და საჯარო დაწესებულებებში გადახურვისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, სტიქიისგან დაზიანებულ მრავალბინიან სახლებსა და საჯარო დაწესებულებებში გადახურვისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობების სახურავების გაწმენდა/გასუფთავება, რის შემდეგაც სწრაფი ტემპით დაიწყება აღდგენითი ღონისძიებები. ძლიერი ქარისგან მიყენებული ზიანის შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა სტიქიისგან მიყენებული ზარალის ტიპი და ოდენობა. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები: მერიის...
ფოთში, ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა
ფოთში, მალთაყვას უბანში, ხანძარი იყო. ცეცხლი ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას გაუჩნდა, რომელიც ამ ეტაპზე უფუნქციოა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
იმ მედიკამენტების სია გამოქვეყნდა, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...
ძლიერმა ქარმა ფოთში ინფრასტრუქტურა დააზიანა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა - 32 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა, 120 კერძო სახლის, 4 საჯარო სკოლის, 1 საბავშვო ბაღის სახურავი. უწყების ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტრო გადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე. ამ დრომდე ნარჩუნდება ძლიერი ქარი. მთელი დღის...
ფოთში ქარმა გაზის მილსადენი დააზიანა
ფოთში კუნძულის უბანში დაზიანებულია გაზის მილსადენი, სადაც მუშაობს სამაშველო სამსახურთან ერთად, "სოკარ ჯორჯია" გაზი, აღდგენით სამუშაოებზე. ძლიერი ქარისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ითვლის.
ფოთში წუხელ სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება მიმდინარეობდა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. გრძელდება სამუშაოები ელ. ენერგიის აღსადგენად. "ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დარეკეთ ფოთის მერიის...
ფოთის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ქალაქში სტიქიით გამოწვეული მდგომარეობა და არსებული და გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ითვლის. ქალაქში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს სტიქიისგან მიყენებული...
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები
ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავაადმყოფოში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში...









