ნაბადის უბანში, მერვე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში, ნაბადის უბანში, N-8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება შენობის ფასადი, სკოლის შიდა ინტერიერი-საკლასო ოთახები, დერეფნები, სამასწავლებლო, სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოეწყობა სკოლის ეზო. სამუშაოების შესაბამისად გამოიცვალა შენობის სახურავი. სექტებრიდან , ახალი სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყება. N 8 საჯარო სკოლის...

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. "ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში".-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან მედიას უთხრა, მას აქვს შეთავაზება “ქართული ოცნებისგან”, რომ უხელმძღვანელოს პარტიის პოლიტსაბჭოს. ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.

ფოთს ორი ახალი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქალაქ ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 2024 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების შრომითი ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს მოტივაციას, დასაქმდეს ამ...

სარსანიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ ფოთში, სარსანიას ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. "ფოთის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით ღონისძიებები ინტენსიურად გაგრძელდება."-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1 მარტამდე გაგრძელდება

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. ინფორმაციისთვის: განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის...

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდმა შეხვედრა გამართა

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდმა, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, მცირე და საშუალო მეწარმეები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხების განხილვა და 2024 წელს განსახორციელებელი გეგმის შემუშავება. მონაწილეებმა ასევე შეაფასეს საჯარო-კერძო დიალოგის არსებული...

რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს

რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ. ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას, რაც გულისხმობს წარმატებული სტუდენტების შერჩევას. სამინისტროს ბიუჯეტით,...

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნით, შეხვედრა გაიმართა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაცნობა, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. საქართველოს...

შსს: ყოფილ ძალოვანებს პენსია პირველი მაისიდან გაეზრდებათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს...