სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე;...

ფოთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა “ენერგეტიკისა და კლიმატის პროექტების შემუშავება და განხორციელება”

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველოს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა “ენერგეტიკისა და კლიმატის პროექტების შემუშავება და განხორციელება” მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება ევროკავშირის პროექტის „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხელმომწერი 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. სამუშაო შეხვედრის მიზანია, გამოცდილების და ახალი შესაძლებლობების გაზიარების საფუძველზე, გამოწვევების დაძლევის ალტერნატიული...

საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ

28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავროს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის...

ფოთელი გიორგი წულაია საქართველოს ვიცე-ჩემპიონია

15-24 აპრილს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 10 წლამდე ჭაბუკთა შორის, იასპარეზა და 7 ქულით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის (ჩეხეთი) საგზური მოიპოვა გიორგი წულაიამ.

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

1 მაისს, 16:00 საათზე, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის პირობებსა და კონკურსზე წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მოქალაქეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. მისამართი: ქ.ფოთი, აღმაშენებლის N 12, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზი. ინფორმაციისთვის: საკონკურსო განაცხადების მიღება 10 მაისის ჩათვლით გრძელდება.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება. რაც შეეხება განრიგს, თბილისიდან გასვლის დრო - 08:40, ჩასვლის კი - 14:24 საათი იქნება.  "ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით"-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოთის საგამოფენო სივრცეში, ნიკო ნიკოლაძის ექსპონატებია წარმოდგენილი

ქალაქ ფოთის საგამოფენო სივრცეში, ნიკო ნიკოლაძის საოჯახო ნივთების, ფოტოებისა და საარქივო დოკუმენტების გამოფენა გაიხსნა. ფოთის მუნიცპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთები, საოჯახო ალბომები და ხელნაწერები. წარმოდგენილი ექსპონატების დათვალიერება ქალაქ ფოთის საგამოფენო დარბაზში, 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...

ფოთში სამედიცინო აქცია ჩატარდება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, 20-21 აპრილს, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. სამედიცინო აქციის ფარგლებში ხელმისაწვდომი სერვისებია: ოფთალმოლოგის კონსულტაცია; კარდიოლოგის კონსულტაცია; თერაპევტის კონსულტაცია; ასევე შესაძლებელია პაციენტებმა ჩაიტარონ ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ღრუს ექოსკოპია.

ფოთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ქალაქ ფოთში, მოქალაქეს, კუთვნილ შენობა-ნაგებობაში განთავსებულ დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროში ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული. "ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის...