ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების შენობაში, "სივრცე ახალგაზრდებისთვის" გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "სივრცე ახალგაზრდებისთვის" UNICEF მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანია ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობის შექმნა ახალგაზრდებისთვის, შემეცნებისა და განვითარების გზების აღმოჩენა,იდეების გაზიარება.