ფოთის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან. მემორანდუმს ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოაწერა. მისი განცხადებით, პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემებისა და საჯარო სერვისების განვითარებას, მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.