ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის U15 რაგბის გუნდმა „კოლხი რაინდები", ევროპის ერთ-ერთ მასშტაბურ ტურნირში - „პორტუგალიის ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ში“ მიიღო მონაწილეობა. ფოთის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 95 გუნდი, სულ - 9000 მოთამაშე. "კოლხმა რაინდებმა" მე-6 ადგილი დაიკავეს, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც 32 გუნდისგან შედგებოდა. "კოლხი რაინდები" პირველად ასპარეზობდა აღნიშნულ ტურნირში.