ფოთში სამედიცინო აქცია ჩატარდება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, 20-21 აპრილს, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. სამედიცინო აქციის ფარგლებში ხელმისაწვდომი სერვისებია: ოფთალმოლოგის კონსულტაცია; კარდიოლოგის კონსულტაცია; თერაპევტის კონსულტაცია; ასევე შესაძლებელია პაციენტებმა ჩაიტარონ ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ღრუს ექოსკოპია.