ფოთი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფოთის ცენტრალურ პარკში, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 12:30-13:30 საათი, "ბავშვობა ჯადოსნური სასწაულების დრო“, ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება; 14:00 – 18:00 საათი, სახის მოხატვა, აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სახელოვნებო სასწავლებლის პირველი საფეხურის მოსწავლეთა შემაჯამებელი გამოფენა; 14:00-15:30 საათი, ზღაპრის გმირების და საპნის ბუშტების...

ფოთის საცურაო კომპლექსში, ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები ჩამოყალიბდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის საცურაო კომპლექსში ახალი სპორტული მიმართულებები-ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები ჩამოყალიბდა. "გუნდებს წვრთნებს, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული მწვრთნელები ჩაუტარებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდას და კონკურენტუნარიანი გუნდების ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ ჯგუფებში შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიღება. მათ მოემსახურებიან სპეციალიზებული მწვრთნელები."-აღნიშნულია უწყების მიერ...

ე.წ. კუნძულის სანაპირო ზოლის ნაპირაღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული გამოწვევა, რაც ნაპირის წარეცხვას და ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცებას იწვევდა, გვარდება. უწყების ცნობით, ე.წ. კუნძულის სანაპირო ზოლის (კუნძული დიდის) ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ღირებულება 8 900 809 ლარს შეადგენს. "სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია. სანაპირო...

ფოთელი წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ფოთის ცენტრალურ მოედანზე, ოქროს მედლის კანდიდატი მოსწავლეებისა და კოლეჯ "ფაზისის" წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ფოთის მერიის ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს ფოთის მერიისაგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ფოთელი ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები გახლავთ: თამარ გურგენაძე-სსიპ თეოფანე დავითაიას სახელობის ქალა ფოთისN1 საჯარო სკოლა; ნუცა ლეფსაია-სსიპ თეოფანე დავითაიას სახელობის ქალა ფოთისN1...

26 მაისი ფოთში

ფოთის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემზადებინათ 26 მაისის სამახსოვრო პასპორტი. ენახათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამზომველების ტექნიკა და სამუშაო აღჭურვილობა. შეეძლით კიბერთამაშების სივრცე ენახათ. 17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა „დიდგორი“....

ფოთში 2 ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა და 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთში, საგანმანთლებლო ინფრასტრუქტურის შენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2 ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა და 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის და 26 მაისის ქუჩებზე მდებარე საბავშვო ბაღებში შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ეწყობა. სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აქტიური...

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

ფოთში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, შეიქმნას და განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე ორიენტირებული ინიციატივები. უწყების ცნობით, პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქ ფოთში ახალგაზრდების ინტერესებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული ​საქმიანობის განხორციელებას. "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის განსახორციელებლად, ფინანსური ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ)...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ფოთში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. "საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფოთში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების...

მეუფე გრიგოლმა დალოცა ფოთის წმ. ნიკოლოზის საშუალო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები

დღეს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, საეპარქიო სახლში მიიღო და დალოცა ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლების ბოლო ზარის შემდეგ ესტუმრნენ მეუფე გრიგოლს. ინფორმაციას ფოთისა და ხობის ეპარქია ავრცელებს

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...