ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრმაციით, პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ფოთელ ქალბატონს შეუძლია უფასოდ გაიაროს სასწავლო კურსი და შედეგად, D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს. უწყების ინფორმაციით, პროექტს „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი“ ფოთის მერიასთან ერთად ახორციელებს. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების...

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...