გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ყველა მატჩს დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი

ფოთში, ყველა ქომაგს შესაძლებლობა ექნება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩს დიდ ეკრანზე ადევნოს თვალი. 18 ივნისს, 20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე მოწყობილ დიდ ეკრანზე, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება. 19:00 საათიდან, მოეწყობა საზეიმო მსვლელობა დრამერების შოუს და დროშების თანხლებით აღმაშენებლის ქუჩიდან (ბორის პაიჭაძის ძეგლიდან)...