ფოთს განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა ექნება

ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, ამხანაგობა „სითი სტუდია 9“-ის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხაიძემ მოაწერეს. პროექტზე იმუშავებს ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და ურბანისტებისაგან დაკომპლექტებული არქიტექტურული კომპანიების ჯგუფი, რომელთაც ქალაქგეგმარების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ერთი წლის განმავლობაში...