ნუნუ ჭელიძე დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალიონით დაჯილდოვდა

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი, ქალბატონი ნუნუ ჭელიძე, საბიბლიოთეკო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალიონით დაჯილდოვდა. ნუნუ ჭელიძეს სპეციალური ჯილდო საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ საზეიმო ვითარებაში გადასცეს.