ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა კანოე - კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის - ფოთის, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, წყალტუბოს, მცხეთის და აბაშის ნიჩბოსნობის ნაკრები გუნდების 110 სპორტსმენი ასპარეზობდა. ფოთელმა სპორტსმენებმა კანოეს ნიჩბოსნობაში მოიპოვეს 15 პირველი, 4 მეორე და 2 მესამე ადგილი, ხოლო...
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...