ფოთში, მეუნარგიას ქუჩაზე, სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, მეუნარგიას ქუჩაზე შიდა საუბნო სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა კომბინირებული სპორტული მოედანი, ბუნგალო და დამონტაჟდება ახალი გარე განათების სისტემა. დაიდგმება საპარკო სკამები და საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდება დაწნეხილი ბეტონის ფილებით.