საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და ვიზიტორთა დახმარებას. კოლხეთის ეროვნულ პარკს 35 რეინჯერი და 5 უბნის უფროსი რეინჯერი ჰყავს. კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს...
გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).
თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები
ფოთში, მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები. "თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ გარე სივრცეში გადაადგილებას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს."-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფომაციაში. თერმული ბოლით დამუშავების პროცესი დაიწყება 22:00 საათის შემდეგ.
27-31 ივლისს ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. უწყების ცნობით, კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. “სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების...
წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს: "გაცნობებთ, რომ ქალაქ ფოთში, კლიმატური პირობებისა და წყლის მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო, დაფიქსირდა წყლის დებიტის შემცირება, რაც გავლენას ახდენს სისტემის სრულფასოვან მუშაობაზე. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ წყალმომარაგება ქსელში შენარჩუნდეს და მოსახლეობას წყალი მინიმალური შეფერხებით მიეწოდოს. სამუშაოების მიმდინარეობისას შესაძლებელია წყლის...
მალთაყვის სანაპიროზე, ზაფხულის პირველი კონცერტი გაიმართა
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ზაფხულის პირველი კონცერტი გაიმართა. საკონცერტო პროგრამით მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქართული ესტრადის მომღერლები და ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ჯაზ-ბენდი PJ Band-ი. ზღვის სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ჰქნდათ ჩაერთულიყვნენ პლაჟის თამაშებში – ფეხბურთსა და ფრენბურთში. ფოტო: ფოთის მერია
ზაფხულის პირველი კონცერტი მალთაყვის სანაპიროზე
დღეს, 19:30 საათზე, მალთაყვის სანაპიროზე, გაიმართება ზაფხულის პირველი კონცერტი. საკონცერტო პროგრამით მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ბენდი 1/4 ლინდა ადამიასთან ერთად; თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ბენდი ,,კაი ტიპები”; DJ გიგა პაპასკირი და DJ მაშო; ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ჯაზ-ბენდი PJ Band. ზღვის სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა...
22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. “ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება....
21 ივლისს მალთაყვის სანაპიროზე კონცერტი გაიმართება
21 ივლისს, 19:30 საათზე, მალთაყვის სანაპიროზე, გაიმართება ზაფხულის პირველი კონცერტი. საკონცერტო პროგრამით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: ბენდი 1/4 ლინდა ადამიასთან ერთად თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ბენდი ,,კაი ტიპები" DJ გიგა პაპასკირი და DJ მაშო ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ჯაზ-ბენდი PJ Band. ზღვის სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში მსურველებს ექნებათ...