„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა და საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მომზადების პროგრამებზე რეგისტრაცია 13 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის გადამზადების მიმართულებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა მსმენელებს 20 ივნისამდე ჰქონდათ. პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა 12 კვირაა და დარეგისტრირება შეუძლია საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 18 წლის ასაკიდან....