ფოთში ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან შეხვედრა გაიმართება

13 ივლისს, 15:00 საათზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის თემა იქნება „ემოციები და სხეულის ენა". შეხვედრა გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელი ( გამსახურდიას ქუჩა N4 ). დასწრება თავისუფალია. შეხვედრა ხორციელდება აზროვნების აკადემიის შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში.