წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს: "გაცნობებთ, რომ ქალაქ ფოთში, კლიმატური პირობებისა და წყლის მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო, დაფიქსირდა წყლის დებიტის შემცირება, რაც გავლენას ახდენს სისტემის სრულფასოვან მუშაობაზე. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ წყალმომარაგება ქსელში შენარჩუნდეს და მოსახლეობას წყალი მინიმალური შეფერხებით მიეწოდოს. სამუშაოების მიმდინარეობისას შესაძლებელია წყლის...

მალთაყვის სანაპიროზე, ზაფხულის პირველი კონცერტი გაიმართა

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ზაფხულის პირველი კონცერტი გაიმართა. საკონცერტო პროგრამით მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქართული ესტრადის მომღერლები და ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ჯაზ-ბენდი PJ Band-ი. ზღვის სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ჰქნდათ ჩაერთულიყვნენ პლაჟის თამაშებში – ფეხბურთსა და ფრენბურთში. ფოტო: ფოთის მერია