27-31 ივლისს ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).