საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და ვიზიტორთა დახმარებას. კოლხეთის ეროვნულ პარკს 35 რეინჯერი და 5 უბნის უფროსი რეინჯერი ჰყავს. კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს...
გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).