ქალაქ ფოთში, საგზაო სამუშაოების განხორციელების პროცესში, მესამე პირის მიერ დაზიანდა წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რის გამოც ქალაქის წყალმომარაგება დროებით შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. "დაზიანების ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს აღდგენით სამუშაოებს. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. დამატებით ინფორმაციას აღდგენითი სამუშაოების...
რეკომენდაციები ცხელ დღეებში
ჯანდაცვის სამინისტრო, რისკის ჯგუფებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაიცვან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის...
დღეს ვლაქერნობაა
15 ივლისს ვლაქერნობა აღინშნება. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელთან მეუფე კირილესთან და სინოდის...
ფოთისთვის შეიქმნა ვიზუალური იდენტობის ახალი მოდელი
ქალაქ ფოთისთვის შეიქმნა ვიზუალური იდენტობის ახალი მოდელი, რომელიც ფართო საზოგადოებას ოფიციალურად წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "ქალაქის ბრენდ სტრატეგია მიზნად ისახავს ფოთის, როგორც შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო, თანამედროვე, ღია და ინოვაციური ქალაქის იმიჯის გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ის აერთიანებს ქალაქის ისტორიულ მემკვიდრეობას,...
ფოთში ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან შეხვედრა გაიმართება
13 ივლისს, 15:00 საათზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის თემა იქნება „ემოციები და სხეულის ენა". შეხვედრა გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელი ( გამსახურდიას ქუჩა N4 ). დასწრება თავისუფალია. შეხვედრა ხორციელდება აზროვნების აკადემიის შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში.
ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: სახურავის მოწყობა; ფასადის რეაბილიტაცია; ბინის თბოიზოლაცია; ფასადის განათება; ფასადზე ფრანგული აივნების მოწყობა. წლის ბოლომდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე: ნაბადის უბანში - ჭავჭავაძის ქუჩაზე; მალთაყვის უბანში - გურიის...
გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივლისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო...
5 ივლისს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...
„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა და საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მომზადების პროგრამებზე რეგისტრაცია 13 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის გადამზადების მიმართულებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა მსმენელებს 20 ივნისამდე ჰქონდათ. პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა 12 კვირაა და დარეგისტრირება შეუძლია საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 18 წლის ასაკიდან....