2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი...
ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის მიზანია, მალთაყვის დასახლებაში ზღვის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორიები გარდაიქმნას მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ, რომელიც ყველა სეზონზე იქნება მიმზიდველი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ვიზიტორებისთვის. "პროექტის ფარგლებში განსავითარებელი ტერიტორია მოიცავს...