საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. "თუ ხარ სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) პროგრამაზე სწავლობ და გაქვს 2024 - 2025 სასწავლო წლის წარმატებული შედეგები - ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე სტიპენდია! ნიკო ნიკოლაძის...
3-4 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).