ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობებს, სკოლის დირექციის მეშვეობით, ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები დაფინანსების მოსაპოვებლად. სკოლების თვითმმართველობებმა დირექციასთან ერთად უნდა შეიმუშაონ ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი ან დროებით მცხოვრები). ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ჩაერთე კონკურსში...
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ
საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა...
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს. ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო. „ეს არის ძალიან...
შენი პირველი არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში
4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტი ის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე...
ფოთში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ცურვის შესწავლის უფასო პროგრამა იწყება
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, ფოთში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ცურვის შესწავლის უფასო პროგრამა იწყება. ქალაქში რეგისტრირებული 4-დან 16 წლამდე ასაკის 50 ბავშვი ორთვიან სასწავლო კურსს ფოთის საცურაო კომპლექსში გაივლის. პროექტის დასასრულს გაიმართება ტურნირი, რომელიც სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება. პროგრამა ხორციელდება ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ინიციატივით,...
ირაკლი კობახიძე ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასა და ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სასწავლო პროგრამების საფუძვლიანად გადახედვის აუცილებლობას, რაც ხელს...
21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფოთის N15 საჯარო სკოლას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფოთის რეაბილიტირებულ N15 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლდა შენობის ფასადი, სახურავი, სკოლის შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო...
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 34 000 -ზე მეტი წევრი განახორციელებს,...
ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან...