საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება. „ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16...

7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა...

ფოთის N8 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა

800 მოსწავლეზე გათვლილი ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, შიდა და გარე სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. "თუ ხარ სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) პროგრამაზე სწავლობ და გაქვს 2024 - 2025 სასწავლო წლის წარმატებული შედეგები - ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე სტიპენდია! ნიკო ნიკოლაძის...

3-4 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.  2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. პროფესიულ...

ფოთის მერიაში სტაჟირების პროგრამა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყევტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსში მონაწილეობისათვის, მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 1 სექტემბრიდან დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სტაჟირების პროგრამა 3 თვიანია და და მოიცავს 1 ოქტომბრიდან-31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. პროგრამის ფარგლებში, ფოთის...