ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლება გრძელდება. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება ჭავჭავაძის ქუჩა №144 და გურიის ქუჩა №177 მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადები. წლის ბოლომდე დაიწყება სამუშაოები ნინოშვილის ქუჩა №39 და №41 კორპუსების ფასადების განახლებაზე. პარალელურად, მიმდინარეობს სხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების პროექტირება.
9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...