ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 215,363 ამომრჩევლის ხმა, 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 4 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით...

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 3 ათას ლარზე მეტია. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო...