ფოთელმა სპორტსმენებმა, მაკა გაბესკირიამ და მათე კორთხონჯიამ მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული მოიპოვეს. ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გაიმართა უშუ კუნგ-ფუს მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 54 ქვეყნის 1500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი.
7 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი,...


