ფოთში საჩოგბურთო კორტების მოწყობა მიმდინარეობს

ფოთში, კუნძულის სანაპიროზე მიმდინარეობს თანამედროვე ჰარდის ტიპის საჩოგბურთო კორტების მოწყობა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა, მიმდინარეობს ტრიბუნების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.