11 ნოემბრამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შსახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა...

პროკურატურამ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო...

5 ფოთელი სტუდენტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი გახდა

საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული 5 ფოთელი სტუდენტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი გახდა. სასტიპენდიო პროგრამის პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებული თითოეული სტუდენტი მიიღებს 2000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს. პროგრამის სამიზნე აუდიტორიაა საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული, აკადემიური მოსწრების საუკეთესო შედეგის მქონე ფოთელი სტუდენტები. საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ფოთელი სტუდენტებისთვის...

ფოთის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ფოთის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს: "ძვირფასო მგზავრებო გაცნობებთ,რომ, მარშუტი №2, დროებით იმოძრავებს მხოლოდ ერთი ავტობუსი. მგზავრებს ვთხოვთ გაითვალისწინონ აღნიშნული ცვლილება და წინასწარ დაგეგმონ გადაადგილება, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოთელი სპორტსმენების წარმატება

ფოთელმა სპორტსმენებმა, მაკა გაბესკირიამ და მათე კორთხონჯიამ მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული მოიპოვეს. ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გაიმართა უშუ კუნგ-ფუს მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 54 ქვეყნის 1500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი.

7 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი,...