მედიის ინფორმაციით, ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

