ფოთის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას მიმართავს

ფოთის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის გამო, მარშრუტი №4 დროებით კლდიაშვილისა და მემედ აბაშიძის, ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს დავით აღმაშენებლის ქუჩით. კომპანიის ცნობით, მარშრუტი №10 დროებით, ჭყონდიდელის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს გურიის ქუჩით, თ. ბარამიძის ქუჩით და ქუთაისის ქუჩით! სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.