შსს: პოლიციამ ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ს.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა - 1976 წელს დაბადებული ჰ.ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს,...