გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ...
ფოთში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
ფოთში, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო მსვლელობა-ალილოობა გაიმართა. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს. საზეიმო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ. შეგროვებული ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო...
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო, რამეთუ აჰა ესერა, ძე და...



