ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ქალაქ ფოთში დაგეგმილი აქვს 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ხეივნის სრულ განახლებას და თანამედროვე, ფუნქციურად გამართული რეკრეაციული სივრცის ჩამოყალიბებას. პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული ნაწილი, მოეწყობა ხემცენარეების მოვლისთვის აუცილებელი საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ასევე შეიქმნება ადაპტირებული და კომფორტული დასასვენებელი სივრცეები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის....

