კრივის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ელენე დვალი, საქართველოს ჩემპიონია. ფოთელმა მოკრივემ 66კგ-ს ფინალში მარიამ საჯაია დაამარცხა.
ფოთში პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ჯ.ძ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 36 შეკვრად დაფასოებული...


