10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტო, 10-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში 10-11 მარტს მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 12 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი...

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით. "ფოთელი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ ფოთში ბოლოო 6 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატი გახდება 30 წარჩინებული სტუდენტი....