ფოთში, 16 და 17 მარტს, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, 16 და 17 მარტს, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში ფოთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს შემდეგი უფასო გამოკვლევები: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის (მამოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპია); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის; კოლორექტული კიბოს სკრინინგი; პროსტატის კიბოს სკრინინგი (PSA განსაზღვრა სისხლში –...