საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და, აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები. როგორც განათლების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება....
24-26 ივლისს ფოთი მასშტაბურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს
მალთაყვაში, „ოქროს ტბის“ ტერიტორიაზე გაიმართება წყალსათხილამურო სპორტში ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატი. 20-მდე ქვეყნიდან 120-მდე სპორტსმენი იასპარეზებს სამ დისციპლინაში: სლალომში, ფიგურებში და ტრამპლინიდან ხტომაში. ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს სპორტის მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც დეტალურად განიხილეს ყველა საორგანიზაციო საკითხი.


