ფოთში გზის რეაბილიტაცია 18 ქუჩაზე ხორციელდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქის სხვადასხვა უბანში ინტენსიური სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, ჯამში, გზის რეაბილიტაცია 18 ქუჩაზე ხორციელდება, ხოლო 9 ქუჩის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. "მალთაყვის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება - ბარამიძის, ჭყონდიდელის, მეუნარგიას, ნუცუბიძის და კოლხეთის ქუჩებზე. უახლოეს პერიოდში დაიწყება ამირანაშვილის, კაკულიას...