დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ხიდებზე გარე განათება სრულად განახლდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ხიდებზე გარე განათება სრულად განახლდა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები და თანამედროვე, ენერგოეფექტური სანათები.