გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ფოთში მეთევზეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ფოთსა და ბათუმში შავი ზღვის მეთევზეობის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მთავარი მიზანი სექტორში არსებული მდგომარეობის კომპლექსური შეფასება, ძირითადი პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების განხილვა იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს დარგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და ყურადღება გაამახვილეს მონაცემთა შეგროვებისა და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. შეხვედრების...

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.