ფოთში წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ფოთის ცენტრალურ მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისა და კოლეჯ "ფაზისის" წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 2024-2025 სასწავლო წლის 41 საუკეთესო კურსდამთავრებულს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ. წარჩინებული კურსდამთავრებულები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ დააჯილდოვეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს. ინფორმაციას ფოთის მერია...