საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზას ეწვია და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. 24–26 ივლისს „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე წყალსათხილამურო სპორტში 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება. "აღნიშნული ღონისძიებისთვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაზაზე უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე...

