2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 35 ფოთელი ახალგაზრდა გახდა. პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიას მიიღებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის 30 სტუდენტი. ამასთან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების სტუდენტებს შორის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია...

