ფოთში ქარცივაძის კლინიკა გაიხსნა

ფოთში ქარცივაძის კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლინიკის ამბულატორიულმა სამსახურმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, პაციენტებს შეუძლიათ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი რადიოლოგიური დეპარტამენტის მომსახურებითა და ლაბორატორიული კვლევებით ისარგებლონ. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და იგეგმება სამშობიარო სახლის გახსნაც. სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების ფარგლებში ქარცივაძის კლინიკაში ხელმისაწვდომი იქნება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რეანიმაციული...