ფოთის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ხვალ, 08:00 საათიდან, დაგეგმილი საავტომობილო სპორტული ღონისძიების (დრიფტის) ჩატარებასთან დაკავშირებით, დროებით გადაიკეტება რკალის მიმდებარე ტერიტორია. "აღნიშნული შეზღუდვის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს დროებით შეცვლილი მარშრუტით. მგზავრებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი შეზღუდვა და გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გმადლობთ თანამშრომლობისთვის."-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოთში საქართველოს დრიფტის ლიგა 2026-ის მეორე ეტაპი გაიმართება
ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 21 ივნისს, 14:00 საათზე, რუსთაველის რკალზე, საქართველოს დრიფტის ლიგა 2026-ის მეორე ეტაპი გაიმართება. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია.


